კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექცია Georgian Section of Comintern (SH)

25.10.1917 დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია | Great October Socialist Revolution 98 წლისთავი / Anniversary
მალე | Soon . . . მსოფლიო სოციალისტური რევოლუცია | Worls Socialist Revolution . . . World Communism

არ არსებობს ქვეყნად ისეთი ციხე-სიმაგრე, რომლის აღებაც მშრომელებს, ბოლშევიკებს არ შეუძლიათ || Нет в мире таких крепостей, которых не могли бы взять трудящиеся, большевики || There are no fortresses that the working people, the Bolsheviks, cannot capture.
Comintern (SH) → www.enverhoxha.ru →

 

საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობის (სსხმ) განცხადება

1953 წლის 5 მარტს იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მკვლელობის შემდეგ საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვის რევიზიონისტულმა ხროვამ კაპიტალიზმის გამალებული რესტავრაცია დაიწყო, თანაც ისე, რომ ხრუშჩოველები და მათი დამქაშები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში „კომუნისტების“ ნიღბით მოქმედებდნენ. შედეგად მრავალ ჩვეულებრივ ადამიანს და ზოგიერთ მკვლევარსაც კი დღემდე ერთმანეთში ერევა საბჭოთა კავშირის ისტორიის სტალინისდროინდელი პერიოდი — პროლეტარიატის დიქტატურისა და ჭეშმარიტი სოციალიზმის გრანდიოზული მშენებლობის პერიოდი, — და პროლეტარიატის დაუძინებელის მტრის — გაბურჟუებული საბჭოთა ჩინოვნიკებისა და იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი წვრილბურჟუაზიული გადმონაშთების — მიერ კაპიტალიზმის რესტავრაციის პერიოდი. მათ მიერ დაწყებული საქმიანობა შინაარსით ანტიკომუნისტური იყო, ფორმით კი — ანტისტალინური. გარდა ამისა, 1953 წლის შემდეგ ფაქტობრივად სოციალ-იმპერიალისტურ სახელმწიფოდ ქცეულ საბჭოთა კავშირში (რაც მაშინვე დაადგინა და ამხილა ალბანეთის შრომის პარტიამ და ამხანაგმა ენვერ ხოჯამ) რევიზიონისტული მთავრობის მიერ კომუნიზმის ნიღბით ჩადენილი უამრავი დანაშაული, ისევე როგორც 1917 წლის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ იოსებ სტალინის მკვლელობამდე მათ მიერვე ჩადენილი უამრავი მავნებლობა და დანაშაული, დღესაც ბურჟუაზიული ისტორიკოსების ანტიკომუნისტურ ინსინუაციათა ლაიტმოტივია. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალები პროლეტარიატს საშუალებას მისცემს, ბურჟუაზიული შუამავლებისა და მათი ანტიხალხური ინტერპრეტაციების გარეშე გაეცნოს ვ.ი.ლენინის მიერ შექმნილი ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით 1917-1953 წლებში საბჭოთა კავშირში მიღწეულ დიად გამარჯვებებსა და ისტორიულ გაკვეთილებს, რომლებიც იოსებ სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

2011 წელს ინტერნაციონალური საინიციატივო ჯგუფის მიერ შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელზეც გამოქვეყნდება მარქსიზმის კლასიკოსის, უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, მსოფლიო პროლეტარიატის საყვარელი ბელადის — იოსებ ბესარიონის ძე სტალინის — თხზულებები სხვადასხვა ენაზე, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი მასალები. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება აგრეთვე ი.ბ. სტალინის ფოტოები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი ძირითადად საქართველოს პროლეტარიატს მოემსახურება, იგი სისტემატურად მოახდენს მარქსიზმის სხვა კლასიკოსთა თხზულებების გამოქვეყნებასაც სხვადასხვა ენებზე. იქედან გამომდინარე, რომ დღემდე არ არსებობს მარქსიზმის ხუთი კლასიკოსის — კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, იოსებ სტალინისა და ენვერ ხოჯას — ქართულენოვანი ელექტრონული გამოცემები, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ დროებით ხარვეზსაც გამოასწორებს.

მასალების გამოქვეყნებისას მკაცრად იქნება დაცული მათი დოკუმენტალურობა. გამოქვეყნებული მასალები თავისუფალი იქნება ყოველგვარი ბურჟუაზიული ე.წ. „საავტორო უფლებებისგან“. ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თავისუფლად გამოიყენოს, გაავრცელოს ან გადაბეჭდოს ისინი ჩვენი ვებ-გვერდის მითითებით ან მითითების გარეშე.

მსოფლიო პროლეტარული მოძრაობისა და მისი თეორიული საფუძვლის — მარქსიზმ-ლენინიზმის — კანონზომიერი ისტორიული განვითარება დღესდღეობით სტალინიზმ-ხოჯაიზმის ფორმით ჩამოყალიბდა. ვცდილობთ რა, ვიყოთ თანმიმდევრული მარქსისტ-ლენინელები, ჩვენ მთლიანად ვუერთდებით კომინტერნის (ს-ხ) — სტალინურ-ხოჯაისტური კომინტერნის (http://ciml.250x.com) — 2010 წლის განახლებულ პლატფორმას, რომლის ქართულ თარგმანსაც უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ.

საინიციატივო ჯგუფი თანამშრომლობისთვის იწვევს მუშათა კლასის მოწინავე წარმომადგენლებსა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმის გრძნობით აღსავსე ყველა დაინტერესებულ პირს, რათა მათ, შეძლებისდაგვარად, თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ დიადი იოსებ სტალინის უმწიკვლო სახელზე პროლეტარიატის დაუძინებელი მტრის — ბურჟუაზიის — მიერ უხვად მიყრილი ნაგვის გაფანტვის მსოფლიო-ისტორიულ საქმეში.

მსოფლიო პროლეტარიატი განსაკუთრებული ინტერესით მოელის პროლეტარიატის ღირსეულ ისტორიულ პასუხს კაპიტალიზმის რესტავრაციაზე იოსებ სტალინის ისტორიული სამშობლოდან, პროლეტარული რევოლუციის უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყნიდან — საქართველოდან, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიის მიმდინარე ხანმოკლე მონაკვეთში მსოფლიო იმპერიალიზმმა და მსოფლიო ბურჟუაზიამ უხვად დაფინანსებული თავისი ბინძური პროპაგანდის შედეგად საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ყბადაღებულ ანტისტალინურ ისტერიაში ჩაითრია.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის აქტიური დახმარებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით გაართმევს თავს!

მსოფლიოში დაწყებული მშრომელთა ფართო მასების გამოსვლები, აჯანყებები და შეტაკებები სასტიკად ითრგუნება იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მეთოდებით. გლობალიზაციის გარდაუვალმა შედეგმა — კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისების გლობალიზაციამ — თავისი დასრულებული და საბოლოო სახე მიიღო და მსოფლიო იმპერიალიზმი მსოფლიო პროლეტარიატის მხრიდან გლობალური გადამწყვეტი დარტყმისთვის მოამზადა.

მსოფლიო პროლეტარიატს უკვე ჰქონდა კაპიტალიზმის დამარცხების 2 წარმატებული მცდელობა: პირველი — პარიზის კომუნა XIX საუკუნეში, და მეორე — დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია XX საუკუნეში, რომელსაც მოჰყვა სტალინური საბჭოთა კავშირისა და ენვერ ხოჯასეული სოციალისტური ალბანეთის გრანდიოზული მშენებლობა. მეორე მცდელობა გენერალური რეპეტიცია იყო მესამე, გლობალური, საბოლოო მცდელობის წინ. პირველ ორ ბრძოლაში მსოფლიო პროლეტარიატი არ იყო გლობალურად გაერთიანებული, რის გამოც „ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმს“ გლობალურად გაერთიანებულმა ბურჟუაზიამ რევიზიონიზმისა და ოპორტუნიზმის მუხანათური იარაღით გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, მესამე და, სავარაუდოდ, საბოლოო შეტაკების წინ კი თავად მსოფლიო კაპიტალის გლობალიზაციამ მოახდინა მსოფლიო პროლეტარიატის გლობალურად გაერთიანება, რაც ბრწყინვალედ აისახა კომინტერნის (ს-ხ) ახალ პლატფორმაში, და რაც მომავალი გარდაუვალი გამარჯვების მთავარი წინაპირობა გახდება.

მსოფლიო კაპიტალიზმი თავის უკანასკნელ სიმღერას მღერის!

მსოფლიო პროლეტარიატი კაცობრიობის მომდევნო ისტორიული ფორმაციისთვის — სოციალიზმისთვის — ემზადება!

და ამ სამზადისში მარქსიზმ-ლენინიზმი და მისი დღევანდელი ისტორიული ფორმა — სტალინიზმ-ხოჯაიზმი — მთავარი საბრძოლო დროშაა!

მსოფლიო პროლეტარიატის საქმე სამართლიანია, ის გაიმარჯვებს!

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი
კობა კახიძე, 2011 წ.

 

 

Заявление Сталинско-Ходжаистского Движения Грузии (СХДГ)

После убийства Иосифа Виссарионовича Сталина 5 Марта 1953 года в СССР ревизионистская клика Хрущева начала ускоренную реставрацию капитализма, к тому же Хрущевцы и их присные в течение нескольких десятилетий действовали под маской «коммунистов». В результате этого многие обычные люди и даже некоторые исследователи до сих пор не могут отличать друг от друга сталинский период СССР — период диктатуры пролетариата и грандиозного строительства истинного социализма, — и период реставрации капитализма заклятым врагом пролетариата — обуржуазившимся советскими чиновниками и мелкобуржуазными пережитками времен Великой Октябрьской Социалистической Революции. Начатая ими деятельность по сути была антикоммунистической, а по форме — антисталинской. Кроме того, в ставшей после 1953 года фактически социал-империалистической страной (что было тогда же установлено и разоблачено Албанской Партией Труда и товарищем Энвером Ходжа), ревизионистское правительство СССР под маской коммунизма совершила многочисленные преступления, а также вредительства и преступления, которые были совершены буржуазными элементами в 1917-1953 годах, и сегодня является лейтмотивом антикоммунистических инсинуаций буржуазных историков. Опубликованные на нашем веб-сайте материалы дадут пролетариату возможность без буржуазных посредников и их антинародных интерпретаций ознакомиться с достигнутыми СССР в 1917-1953 годах величайшими победами и историческими уроками во главе созданной В. И. Лениным Всесоюзной Коммунистической Партии (Большевиков), которые осуществлялись под непосредственным руководством Иосифа Сталина.

В 2011 году интернациональной инициативной группой была создана веб-страница, на которой будут публиковаться произведения классика Марксизма, великого политического и военного деятеля, любимого вождя мирового пролетариата — Иосифа Виссарионовича Сталина — на различных языках, а также материалы, посвященные его жизни и деятельности. На нашей веб-странице будут публиковаться также фото, аудио и видеоматериалы о И.В. Сталине.

Несмотря на то, что веб-страница в основном будет служить грузинскому пролетариату, она систематически будет публиковать и произведения классиков Марксизма на других языках. Исходя из того, что до сегодняшнего дня не существуют электронные издания пяти классиков марксизма — Карла Маркса, Фридриха Энгельса, Владимира Ленина, Иосифа Сталина и Энвера Ходжа — на грузинском языке, наша группа исправит и этот временный недостаток.

При публикации материалов строго будет соблюдаться их документальность. Опубликованные материалы будут свободны от всяких буржуазных т.н. «авторских прав». Любой желающий сможет свободно использовать, распространять или перепечатать их с указанием или без указания нашей веб-страницы.

Закономерное историческое развитие мирового пролетарского движения и его теоретической основы — Марксизма-Ленинизма — в наше время выражается в форме Сталинизма-Ходжаизма. Стараяь быть последовательными марксистами-ленинцами, мы полностью присоединяемся к обновленной в 2010 году платформе Коминтерна (с-х) — http://ciml.250x.com, грузинский перевод которого опубликуем в ближайшее время.

Инициативная группа приглашает для сотрудничества передовых представителей рабочего класса, чтобы они внесли свой посильный вклад во всемирно-историческом деле развеивания того мусора, которого с избытком принесла на чистое имя великого Иосифа Сталина заклятый враг пролетариата — буржуазия.

Мировой пролетариат с особым интересом ждет достойного пролетарского ответа на реставрацию капитализма из исторической родины Иосифа Сталина, из страны с большими традициями пролетарской революции — из Грузии, несмотря на то, что в текущем коротком историческом периоде в результате щедро финансируемой мировым империализмом и мировой буржуазией грязной пропаганды большая часть населения Грузии оказалась вовлеченной в пресловутую антисталинскую истерию.

Наша инициативная группа убеждена, что при активной помощи со стороны грузинского и мирового пролетариата с честью справится с взятыми на себя обязательствами!

Развернутая во всем мире выступления и столкновения широких рабочих масс с буржуазией жестоко подавляются идеологическими, политическими, экономическими и военными методами. Неизбежный результат глобализации — глобализация кризисов капиталистической экономики — приняла свой окончательный и последний вид и подготовила мировой империализм к решающему удару со стороны мирового пролетариата.

Мировой пролетариат уже имел 2 успешные попытки нанесения поражения капитализму: первую — Парижскую коммуну в XIX веке, и вторую — Великую Октябрьскую Социалистическую Революцию в XX веке, за которыми последовали грандиозные стройки в сталинском Советском Союзе и в социалистическом Албании Энвера Ходжа. Вторая попытка была генеральной репетицией перед третьей, глобальной, последней попыткой. В первых двух битвах мировой пролетариат не был объединенным глобально, в результате чего «социализму в отдельно взятой стране» глобально объединенная буржуазия коварным оружием ревизионизма и оппортунизма нанесла уничтожающий удар. Перед третьей и, по-видимому, последней битвой сама глобализация мирового капитала глобально объединила и мировой пролетариат, что блестяще была отражена в новой платформе Коминтерна (с-х), и которая станет главной предпосылкой будущей неизбежной победы.

Мировой капитализм поет свою последнюю песню!

Мировой пролетариат готовится к следующей исторической формации человечества — к Социализму!

И в этой подготовке Марксизм-Ленинизм и его сегодняшняя историческая форма — Сталинизм-Ходжаизм — является главным боевым знаменем!

Дело мирового пролетариата правое, он победит!

Руководитель инициативной группы
Коба Кахидзе, 2011 г.

 

 

The statement of Stalinist-Hoxhaists Movement of Georgia (SHMG)

After Joseph Vissarionovich Stalin's murder on 5 March of 1953, in the USSR beginning Khruschev's revisionist clique the accelerated restoration of capitalism, besides Krushchevtsy and them angels within several decades operated behind a mask of communists. As a result of it many usual people and even some researchers cannot distinguish, until now, from each other the Stalin period of the USSR — the period of dictatorship of proletariat and grandiose building of a true socialism, — and the period of restoration of capitalism the sworn enemy of the proletariat — bourgeois the Soviet officials and petty-bourgeois vestiges of times of Great October Socialist Revolution. Begun or activity as a matter of fact was anticommunist, and under the form — Anti-stalinism. Besides, in the actually social-imperialistic country which has become after 1953 (that was then it is established and exposed by the Albanian Labour Party and comrade Enver Hoxha), the revisionist government of the USSR on mask of communism has committed numerous crimes, and also wrecking and crimes, which have been made by bourgeois elements in 1917-1953, and today is a keynote of anticommunist insinuations of bourgeois historians. The materials published on our web site will give the chance to the proletariat without bourgeois intermediaries and their anti national interpretations to familiarise with the reached USSR in 1917-1953 the greatest victories and historical lessons at the head of the All-Union Communist party (Bolsheviks) created by V.I.Lenin, which was carried out under Joseph Stalin's direct management.

In 2011 the international initiative group was created a web page on which products of the classic of Marxism will be published, the great political and military figure, favourite leader of the world proletariat — Joseph Vissarionovicha Stalin — in various languages, and also the materials devoted to his life and activity. On our web page, the photo, audio and video data about I.V. Stalin will be published as well.

In spite of the fact that the web page will serve basically to the Georgian proletariat, it will regularly publish also products of classics of Marxism n other languages. Recognising that until today, there are no electronic editions of five classics of Marxism — Karl Marx, Friedrich Engels, Vladimir Lenin, Joseph Stalin and Enver Hoxha — in the Georgian language, our group will also correct this temporary lack.

At the publication of materials, their documentation will be strictly observed. The published materials will be free from any bourgeois so-called "copyrights". Any interested person can freely use, extend or reprint them with instructions or without instructions of our web page.

Natural historical development of the world proletarian movement and its theoretical basis — Marxism-Leninism — is expressed presently in the form of Stalinism-Hoxhaism. We try to be consecutive Marxist-Leninists, and completely we join the platform of Comintern (SH) updated in 2010 — http://ciml.250x.com — which translation to Georgian we will publish in the near future.

The initiative group invites for cooperation of the advanced representatives of the working class that they have brought the feasible contribution to world-wide and historical business of clearing of that garbage which has much brought on great Joseph Stalin's pure name the sworn enemy of the proletariat — bourgeoisie.

The world proletariat is waiting with particular interest the worthy proletarian answer to the restoration of capitalism from the historical homeland of Joseph Stalin,, from the country with the big traditions of proletarian revolution — from Georgia although in the current short historical period as a result of generously financed by world imperialism and world bourgeoisie of dirty propagation the most part of the population of Georgia has appeared involved in a notorious antistalin hysteria.

Our initiative group is convinced that with the active help from the Georgian and world proletariat with honour will cope with the obligations taken on!

It developed all over the world performances and collisions of wide working weights with the bourgeoisie cruelly choke with ideological, political, economic and military methods. The inevitable result of globalization — the globalization the crises of the capitalist economy — took its definitive and last appearance and was prepared the imperialism for the decisive blow from the international proletariat.

The world proletariat already had two successful attempts of drawing of defeat to capitalism: the first — the Commune of Paris in a XIX century, and the second — the Great Oktober Socialist Revolution in the XX century which grandiose buildings in Stalin Soviet Union and in socialist Albania, Envera Hoxha has followed. The other attempt was dress rehearsal before the third, global, last attempt. In first two fights the world proletariat was not united globally therefore «to a socialism in separately taken country» globally incorporated bourgeoisie the artful weapon of a revisionism and opportunism has struck destroying blow. Before the third and, apparently, last fight globalization of the world capital has globally united also world proletariat that has been excellent reflected in a new platform of Comintern (SH), which becomes the main precondition of the future inevitable victory.

World capitalism sings the last song!

The world proletariat prepares for the following historical formation of mankind — by the Socialism!

And in this preparation, Marxism-Leninism and its today's historic form — Stalinism-Hoxhaism — is the main fighting banner!

Activity of the proletariat is a just cause, he will win!

The head of the initiative group
Koba Kakhidze, 2011

 

 

格鲁吉亚斯大林主义霍查主义运动发言

在1953年5月5日斯大林被谋杀后,苏联赫鲁晓夫修正主义开始加速修复资本主义,因此赫鲁晓夫和他的帮凶在内的几个戴着共产主义假面具操控了十年,导致很多人甚至 一 些专家们都难以辨别,直到现在,从彼此的苏联斯大林时期到无产阶级专政和建立 一 个宏伟真实的社会主义和资本主义复辟时期无产阶级的仇敌 — 资产阶级的苏联官员和伟大的十月社会主义革命时期,小资产阶级的痕迹开始或活动事实上是反共的形式,此外,事实上帝国主义社会国家已经形成在1953年后(即当时建立的阿尔巴尼亚劳动人民工人党霍查同志揭露了苏联修正主义戴着假面具下数不胜数的罪行、破坏、和犯罪。在1917-1953年资产阶级成分已经完全形成,今天资产阶级历史学家反共主义旁敲侧击的基调,在我们网站上的材料会给无产阶级 一 个机会,资产阶级的调解人及其反名族通晓在全苏联联盟共产党的领导下(布尔什维克与苏联达成共识在1917年至1953年取得伟大胜利和历史教训)由列宁创建,斯大林直接管理和创立。

在2011年国际行动小组建立了 一 个网页,马克思主义经典作品出版,重大政治和军事人物,我们最爱的世界无产阶级领袖斯大林 — 有人想知道并且致力于他的生活和活动的材料,在我们的网页上有照片、音频、视频、日期、关于斯大林所有将要出版的 一 切。

事实上,网页基本上专为格鲁吉亚无产阶级,它将定期出版经典之作和马克思主义的其他语言,直到今天五位伟大著名的马克思主义人物 — 马克思、恩格斯、列宁、斯大林、霍查得到认可,现在没有电子版在格鲁吉亚语言中,我们也会纠正这临时的缺乏。

在材料的出版他们的文档将被严格遵守,已出版的材料将不受任何资产阶级所说的“版权”影响。任何感兴趣的人都可以自由使用,扩展或转载我们的网页。

自然历史的发展是世界无产阶级的运动,其理论基础 — 马克思列宁主义,是目前形式表现的斯大林主义、霍查主义,我们试着持续马克思主义、列宁主义我们完全加入了共产国际,平台在2010更新 — http://ciml.250x.com — 对格鲁吉亚语言的翻译在不久的将来我们将会出版。
主动团邀请工人阶级先进代表合作,他们为世界历史上扫除垃圾工作带来了巨大的改变。

全世界的无产阶级都在等待特别的利益有价值的无产阶级的答案,从斯大林历史名族本土复辟资本主义对于国家而言是 一 个巨大的传统无产阶级革命,尽管在格鲁吉亚有过短暂历史期间慷慨资助,世界帝国主义和世界资产阶级肮脏的宣传使格鲁吉亚人民大部分似乎进入了 一 个声名狼藉的反斯大林主义的病态。

我们倡议小组相信在格鲁吉亚和世界无产阶级的积极帮助下将承担起对格鲁吉亚和世界无产阶级的积极帮助。

它在世界各地演绎和发展抵触广泛工作权重与资产阶级残酷的意识形态碰撞政治、经济和军事的措施,全球化的必然结果资本主义经济的危机是最后的表现,世界帝国主义已经做好准备解决来自世界无产阶级的打击。

世界无产阶级已经有两次技巧性成功的尝试战胜了资本主义,第 一 次19世纪巴黎公社和第二次在20世纪伟大的十月革命恩维尔 · 霍查 一 直遵循那些宏伟的建筑建设,在斯大林时期苏联和社会主义阿尔巴尼亚,其它的攻击是在第三次彩排之前,全球最后 一 次战斗,在前两次战争中全球的世界无产阶级没有团结一致,因此,导致走向 一 个社会主义分离地国家,全球武器资产阶级的巧妙的合并修正主义与机会主义受到了毁灭性的碰撞和打击,在第三次显然国际资本的最后 一 战,在共产国际全球化全世界无产阶级在全球已经团结一致表现的非常出色,这将成为未来必然胜利的 一 个新平台的重要前提条件。

世界资本主义歌唱最后一首歌!
世界无产阶级为人类历史的形成做好了准备 — 即社会主义!
在这次准备中马列主义和今天的历史形成斯大林主义霍查主义是主要的战斗旗帜!
无产阶级的活动是一个正义的事业,它会胜利!

该倡议组组长:
Koba Kakhidze, 2011年

 


©2011. www.joseph-stalin.net ★ e-mail: joseph-stalin.net@ya.ru

 

Free Global Counter

Flag Counter