აურზაური სალხინეთში

 

ანუ ანგლო-ამერიკელი კოლონიზატორებისა და მარიონეტული ნაციონალური ბურჟუაზიის თავდასხმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაზე, პროლეტარული ლიტერატურისა და ქართული წიგნის ფონდის უკანასკნელი შემორჩენილი კერის განადგურების მუხანათური მიზნით.

 

 

  1991 წელს, საქარველოში კაპიტალიზმის რესტავრაციის საბოლოოდ გაფორმების შემდეგ, ნაციონალურმა ბურჟუაზიამ ისარგებლა პროლეტარიატის დროებითი ისტორიული მარცხით და შეუდგა პროლეტარული კულტურისა და მონაპოვარის გამალებული ტემპებით განადგურებას, საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ქონების მითვისებასა და ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო-ეკონომიკურ მონობაში საქართველოს ინტეგრაციას.

  ადგილობრივი მარიონეტული მთავრობის ერთ-ერთი სამინისტრო — ე.წ: „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“ (მას უფრო მეტად შეეფერება სახელწოდება „ნეოკოლონიური და კონტრრევოლუციურ-ბურჟუაზიული ეკონომიკის სამინისტრო“) — რომელსაც ხელმძღვანელობს კოლონიზატორების მიერ დანიშნული მინისტრი, 29 წლის კანადის მოქალაქე და ლამაზმანი ვერა ქობალია, ყოველდღიურად ახდენს სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მიყიდვას მსხვილი კაპიტალისტებისთვის. მართალია, საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადებიდან გავიგეთ, რომ თურმე საქართველოში უკანასკნელი 800 წლის განმავლობაშიც კი არ შექმნილა იმდენი რამ, რაც ბოლო 8 (!) წლის განმავლობაში მან და გამდიდრების ჟინით შეპყრობილმა ნაციონალურმა ბურჟუაზიამ შექმნეს, სწორედ იგი და მისი სხვადასხვა ვაჭრუკანა სამინისტროები უკვე მე-8 წელია, რაც უპირატესად საბჭოთა საქართველოში შექმნილი სიმდიდრის გაყიდვას ვერ აუდიან და ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ ვაჭრობით ავსებენ. საინტერესოა, რას ყიდიან ისინი ამდენ ხანს, თუკი მათ გამოჩეკვამდე ქართველ ერს პრაქტიკულად არაფერი ღირებული არ შეუქმნია?

  ახლა კი 29 წლის ლამაზმანმა ვერა ქობალიამ და მისმა ვაჭრუკანა სამინისტრომ გადაწყვიტეს, რომ დადგა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გაყიდვის ჯერიც!

  გაყიდვის ან გასხვისების ოფიციალურ მიზეზად მარიონეტული მოფაშისტო მთავრობა ყოველთვის „წინსვლას“, „განვითარებას“ და მისთანა მაღალფარდოვან დემაგოგიურ და პოპულისტურ სიტყვებს იშველიებს. საქმის რეალური არსი კი შემდგომში მდგომარეობს: სოციალისტურ საქართველოში საქართველოს პროლეტარიატმა და მისმა კომუნისტურმა პარტიამ 1921-1991 წლებში ხუთი დიდი წიგნთსაცავი ააშენა და მთლიანობაში 15 მილიონამდე წიგნს მოუყარა თავი, მოახდინა მათი კატალოგიზირება და ხალხთა ფართო მასებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა. მათ შორისაა 160-ათასიანი ქართული წიგნების ფონდი. ეს ხუთი ადგილი იყო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (6 მილიონამდე წიგნი), მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (3,5 მილიონი წიგნი და მსოფლიოს 22 მილიონი პატენტი), წიგნის პალატა (2 მილიონი წიგნი), ეროვნული არქივი (1 მილიონამდე წიგნი), მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა (500 ათასამდე წიგნი). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ამ დიდ წიგნთსაცავში ინახებოდა ქართული წიგნის ფონდის მეტ-ნაკლებად სრული კოლექცია (160000 წიგნამდე). დღესდღეობით უკვე განადგურებულია ამ ხუთი წიგნთსაცავიდან სამი. დარჩა მხოლოდ სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ეროვნული ბიბლიოთეკა.

  ფორმალურად ეროვნულ ბიბლიოთეკას გასაყიდად ვერ გაიტანდნენ — ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა. ამის გამო იქ რამდენიმე ვერაგული მანიპულაციის შემდეგ დირექტორად დანიშნეს ზემოხსენებული ვერა ქობალიას კბილა მზეჭაბუკი, რომელიც სავარაუდოდ აღასრულებს კოლონიზატორების დავალებას და ეროვნული ბიბლიოთეკიდან მალულად ამოიღებს და გაანადგურებს უამრავ წიგნს.

  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წლიური ბიუჯეტი აწ უკვე ევროპამსწრებად შერაცხულ საქართველოში დღემდე რატომღაც 220 ათასი დოლარი იყო (შედარებისთვის — მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის ერთი საზღვარგარეთული ვოიაჟი ზოგჯერ 300 ათას დოლარსაც კი აღემატება, ზოგიერთი უცხოელი მომღერლის მიერ შესრულებულ 4-6 სიმღერაში კი საქართველოს მთავრობა მილიონობით დოლარსაც კი არ იშურებს ხოლმე!).

  დარჩენილი და ამჟამად მოქმედი სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბედი კი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს!

  არის თუ არა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის გაყიდვა-განადგურების მცდელობა კერძო შემთხვევა?

  არა, არ არის.

  იგი ყოფილ საბჭოთა კავშირში დამყარებული ბურჟუაზიის დიქტატურისა და კონტრრევოლუციის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. საქმე იმაშია, რომ ბიბლიოთეკების განადგურება ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მიმდინარეობს. მრავალი დაბნეული პროლეტარი და ბურჟუაზიის წარმომადგენელი სვამს კითხვას — თუ ბიბლიოთეკების განადგურება ბურჟუაზიული მთავრობებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, მაშინ რატომ შენდება ახალი ბიბლიოთეკები „მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში“? აქ ერთი რამე უნდა დავაკონკრეტოთ — როდესაც ამბობენ „მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიო“, გულისხმობენ მსოფლიოს უმდიდრეს კაპიტალისტურ და იმპერიალისტურ ქვეყნებს — აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, საფრანგეთს, იტალიას, ჩინეთს და ა.შ. თანაც ავიწყდებათ, რომ მათ ბიბლიოთეკებში მკითხველი ვერასდროს მონახავს დიად სოციალისტურ ლიტერატურას. სწორედ ამაშია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბიბლიოთეკებისა და თავად წიგნის ფონდების განადგურების ძირითადი — იდეოლოგიური — მიზეზი. თანაც ამ საკითხში უცხოელი იმპერიალისტებისა და ნაციონალური ბურჟუაზიულ-კონტრრევოლუციური ელემენტების მიზნები თანხვდებიან კიდეც: პირველნი თავიანთ იდეოლოგიურ ამოცანებს წყვიტავენ, მეორენი კი — უპირატესად თავიანთ ეკონომიკურ ამოცანებს. პირველი მათგანი სობჭოთა ბიბლიოთეკების ტოტალურად განადგურებაში მდგომარეობს, მეორე მათგანი კი — მსხვილი მესაკუთრეების მიერ ბიბლიოთეკების შენობა-ნაგებობების მიტაცება-პრივატიზაციაში.

  ყოფილი საბჭოთა ბიბლიოთეკები — ერთადერთი ხელმისაწვდომი და უფასო საინფორმაციო ცენტრებია მუშათა კლასისთვის, პროლეტარიატისთვის (=დღესდღეობით საზოგადოების უღარიბესი კლასისთვის!), მისი კულტურული განვითარებისთვის! გარდა ამისა, ყოფილ საბჭოთა ბიბლიოთეკებში თავმოყრილია დიადი სოციალისტური ლიტერატურის ძირითადი ფონდი! ამასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ საქართველოს ე.წ. „განათლების სამინისტროს“ ერთ-ერთმა მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომელს კერძო ლაპარაკში პირდაპირ განუცხადა, რომ ბიბლიოთეკების განადგურების (მტრის ენაზე ამას „ოპტიმიზაცია“ და „მოდერნიზაცია“ ჰქვია) ძირითადი მიზეზი სწორედ საბჭოთა ლიტერატურის განადგურება იყო!

  ანუ: განსხვავება ყოფილ საბჭოთა ბიბლიოთეკებსა და მსოფლიოს უმდიდრეს კაპიტალისტურ ქვეყნებში არსებულ ბიბლიოთეკებს შორის მათ წიგნის ფონდშია და არა თავად შენობა-ნაგებობებში, ანუ მათ შინაარსშია და არა ფორმაში! ყოფილი საბჭოთა ბიბლიოთეკები თავისი შინაარსით ჯერ კიდევ სოციალისტურია, მათი ბიბლიოკთეკები კი იყვნენ და რჩებიან კაპიტალისტურებად. ანუ: ბიბლიოთეკას ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება კლასობრივი ხასიათი. ბურჟუაზიის დიქტატურას სჭირდება ბიბლიოთეკებში ბურჟუაზიული იდეოლოგიის დიქტატურა, რასაც ხელს უშლის დიადი სოციალისტური ლიტერატურის არსებობა.

  საქართველოს მთავრობა, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობების მსგავსად, ბიბლიოთეკების დასაფინანსებლად მიზერულ თანხებს ხარჯავს. მაგალითისთვის უკვე მოვიყვანეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის წლიური ბიუჯეტი. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 15-ჯერ გაზრდისა უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკის ბიუჯეტი ერთი დოლარითაც არ გაზრდილა, მისი თანამშრომლების რაოდენობა კი განახევრდა, მიზერულია ზემოაღნიშნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საშუალო ხელფასებიც (თვეში საშუალოდ 90 აშშ დოლარი).

  ნებისმიერი ბიბლიოთეკის თანამშრომლისთვისაა ცნობილი, რომ ტექნიკურად გამართული ბიბლიოთეკის „გადატანა“ უდიდეს ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ამის განხორციელება ტექნიკურადაც მეტად რთულია. წიგნების ფონდის დატოვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არახელსაყრელ პირობებში (ტენიანობა, ტემპერატურა...) გარდაუვლად გამოიწვევს მათ გაფუჭებას. გარდა ამისა, მთავრობა არასდროს რა ააშენებს ახალ შენობას ბიბლიოთეკისთვის, რომელსაც ძველის ზომა ექნება, იგი უბრალოდ გამოიყენებს რომელიმე არსებულ ამორტიზირებულ შენობას, ახალი სათავსოების მცირე მოცულობის გამო კი დაიწყებს არსებული დიდი ბიბლიოთეკის ე.წ. „ოპტიმიზირებას“, ანუ ფაქტობრივად წიგნების განადგურებას. პირველ რიგში გაანადგურებენ რუსულენოვან ლიტერატურას (=სოციალისტური ლიტერატურის ძირითადი ფონდი), მით უმეტეს რომ საქართველოს ბურჟუაზიულ-ფაშისტური მთავრობა უკვე მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ანტისაბჭოთა და ანტირუსულ პროპაგანდას (რუსეთის ამჟამინდელი ბურჟუაზიულ-იმპერიალისტური მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსია კი მათ იდეოლოგიურ წისქვილზე წყალს ასხამს!) და მრავალწლიანი ანტიკომუნისტური იდეოლოგიური წნეხის მიერ მოტყუებული უამრავი ადამიანი მათ ამ ნაბიჯს კიდევაც დაეთანხმება. (გავიხსენოთ, თუ რა დიდი სიამოვნებით ანადგურებდა ბიბლიოთეკის ზოგიერთი ანგაჟირებული თანამშრომელი სტალინურ ლიტერატურას ხრუშჩოვის მიერ სსრ კავშირში კაპიტალიზმის რესტავრაციის დასაწყისში, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ კი — ზოგადად მარქსისტულ ლიტერატურას, თან ვერც კი წარმოედგინა, რომ აღნიშნული ლიტერატურის განადგურებიდან თავად ბიბლიოთეკების ფაქტობრივად განადგურებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, ანუ ამ ორ ქმედებას შორის ვერავითარ დიალექტიკურ კავშირს ვერ ხედავდა. ორმაგად დასანანია, რომ ამას ვერც მრავალი ე,წ, „ისტორიკოსი“ და „საზოგადო მოღვაწე“ ხვდებოდა!). ეს კი ბიბლიოთეკის მთლიანი ფონდის 80 პროცენტს შეადგენს. შემდეგ გაანადგურებენ საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურის დიდ ნაწილს, ბოლოს კი გაარემონტებენ რომელიმე პატარა შენობას და ქვეყნის მარიონეტი პრეზიდენტი დიდი ზარ-ზეიმით გახსნის მას, როგორც „სუპერთანამედრომე ბიბლიოთეკას, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არავის ესიზმრება“! აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სწავლა-განათლება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სულ უფრო და უფრო ძვირდება და ხელმიუწვდომელი ხდება პროლეტართა შვილებისათვის, უმაღლესი განათლების მიღება კი თანდათან ხდება ბურჟუაზიის წარმომადგენელთა შვილების ერთ-ერთი პრივილეგია.

  გარდა ამისა, გრძელდება ყოფილი საბავშვო ბიბლიოთეკების განადგურებაც. უკვე განადგურებულია ათასობით ბიბლიოთეკა და ეს კონტრრევოლუციური საქმე დღესაც დაჩქარებულად მიმდინარეობს.

  ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი დასანახია, რომ ბიბლიოთეკების განადგურება თავისი არსით კონტრრევოლუციური საქმიანობაა. თანაც საკმაოდ შეუნიღბავი, და მიუხედავად ბურჟუაზიულ-ფაშისტური მთავრობების ე.წ. „PR-მენეჯერების“ (=პროპაგანდისტების) თავდაუზოგავი მცდელობისა, ამაში ეჭვი მხოლოდ ბურჟუაზიულ დიასახლისებს თუ ეპარებათ.

  საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობა მოუწოდებს სხვადასხვა მეტსახელის მქონე ყველა ბარჟუაზიულ პარტიას (კონსერვატორები, ლეიბორისტები, მემარჯვენეები, ნაციონალები, ქრისტიან-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, რესპუბლიკელები...), არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბურჟუაზიულ მწერალთა კავშირს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა შემორჩენილი სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლებს, უკვე ჟანდარმერიად ქცეული ჯიბის პოლიციის მოწინავე წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ შთამომავლობას მარტო უცხოური ან ადგილობრივი მკერავების (=„კუტიურიეების“) მიერ შეკერილი კაბები და ფეხსაცმლები არ უანდერძოს, შეძლებისდაგვარად მხარში ამოუდგეს სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეალურად გადარჩენისთვის დაწყებულ სამართლიან მოძრაობას!

  ჩვენი მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს ე.წ. „განათლების სამინისტროს“ (მინისტრი — დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილეები — აკაკი სეფერთელაძე, გიორგი ჩახნაშვილი, ნოდარ სურგულაძე, ირინე ქურდაძე), შეწყვიტონ ბიბლიოთეკის განადგურების სამარცხვინო საქმეში მონაწილეობა! ჩვენი მოძრაობა გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ ამ ფაშისტური სამინისტროს პირველი პირების მეშვეობით შეეცდება საქართველოს მარიონეტული მთავრობა საქართველოს მეცნიერაბათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე და დირექციაზე ზეწოლას თავიანთი მუხანათური მიზნების მისაღწევად.

  ჩვენი მოძრაობა მოუწოდებს საქარველოს ტელევიზიებს და მედიის სხვა საშუალებებს, აღკვეთონ საქართველოს მარიონეტული მთავრობის მიერ დაწყებული მუხანათური შეტევა ბიბლიოთეკაზე! საქართველოს ე.წ. ტელევიზიები ყოველდღიურად ფართოდ აშუქებენ ათასგვარ წვრილმანს, მეორეხარისხოვან მოვლენებსა და ბალ-მასკარადებს, ცალკეულ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და რომელიმე მდინარის ადიდებას ჩინეთისა და ტაილანდის პროვინციებში, თოვლისა და წვიმის მოსვლას ევროპასა და ამერიკაში, ელიტარული მეძავების სექსუალურ თავგადასავლებსა და მჩხიბავთა პროგნოზებს, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთ მათგანს ერთი სიუჟეტიც კი არ მოუმზადებია საქართველოში ბიბლიოთეკების ფაქტობრივად განადგურებაზე. მოვუწოდებთ ე.წ. „თავისუფალ ჟურნალისტებს“, გაიხსენონ თავიანთი მოქალაქეობრივი და პროფესიონალური ვალი და სცადონ თავიანთი ბატონების კერძო ტელეფიზიებში თუნდაც თითო სიუჟეტის გაშვება ბიბლიოთეკების განადგურებასთან დაკავშირებით, თანაც ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად ობიექტურადაც გააკეთონ!

  ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ საქართველოს მარიონეტ პრეზიდენტს — „მის აღმატებულება მიხეილ სააკაშვილს“ — რომ გამონახოს რამენაირად დრო თავისი მეტად გადატვირთული განრიგიდან და სხვადასხვა კერძო კომპანიების მიერ მიტაცებული საავადმყოფოების სარეკლამო აგენტის როლის შესრულებასთან ერთად თავისი პრეზიდენტობის 7-წლიანი პერიოდის მანძილზე ერთხელ მაინც (!!!) მიბრძანდეს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში (ესაა ამ ბიბლიოთეკის ნამდვილი სახელი, თუმცა პრეზიენტის ლამაზმანებმა და მზეჭაბუკებმა ამ რამდენიმე წლის წინ მას უკვე დაუკნინეს იგი და ახლა მხოლოდ „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფილიალს“ უწოდებენ, და ეს მაშინ, როცა თავად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 300 ათას წიგნს ითვლის, სამეცნიერო ბიბლიოთეკა კი ათჯერ მეტს!!!), შეხვდეს დამცირებული და უფლებააყრილი ქართველი პროლეტარიატის ერთ-ერთ მოწინავე რაზმს — ზემოაღნიშნული ბიბლიოთეკის ასზე მეტ თანამშრომელს — რათა მათ კოლონიზატორების მიერ დანაბარები და იმათივე მაამებელი ცხელ-ცხელი ტყუილები მაინც მოუყვეს, და ის 15-ლარიანი ეგზალტირებული ქალების ამალაც გაიყოლოს, რომლებმაც ჯიბის ტელეფიზიების კადრებში მას ხოტბა უნდა ასხან და „აღმაშენებლის“ სახელიც შეუძახონ ხოლმე ყოველ 15 წუთში! თუ იგი ამას არ გააკეთებს, მის სახელში ისტორია ასო „ე“-ს ასო „უ“-თი შეცვლის!

  თუმცა ჩვენი მოძრაობა ასევე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბიბლიოთეკების გადარჩენის თხოვნა იმ მთავრობებისთვის, რომელთა კონტრრევოლუციური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ დიადი სოციალისტური ლიტარატურის განადგურებაა, მიამიტობის უმაღლესი დონე იქნებოდა!

  საქართველოს პროლეტარიატს და მსოფლიო პროლეტარიატს კი კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება, საკუთარი თვალით უცქიროს ანგლო-ამერიკელი კოლონიზატორებისა და ნაციონალურ-ფაშისტური ბურჟუაზიის კონტრრევოლუციური საქმიანობის მორიგ თვალსაჩინო გამოვლინებას.

  ზემოთქმულთან დაკავშირებით, საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობა განსაკუთრებით მოუწოდებს საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მთელ მოსახლეობას, მოუფრთხილდნენ საკუთარ ოჯახებში არსებულ ნებისმიერ ენაზე გამოცემულ საბჭოთა წიგნებს (განსაკუთრებით — 1921-1956 წლებში გამოცემულ წიგნებს!), რათა მომავალმა სოციალისტურმა მთავრობამ შეძლოს მათი ხელახლა შეგროვება და მოსახლეობისთვის უფასოდ მიწოდება.

  მიაღწევენ თუ არა ნაციონალურ ბერჟუაზიასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი იმპერიალისტები თავიანთ ძირითად მიზანს ბიბლიოთეკების ფაქტობრივად განადგურების საქმეში?

  ვერა, ვერ მიაღწევენ!

  მათ კონტრრევოლუციურ საქმიანობას უკვე მრავალი წელია, უდიდეს წინააღმეგობას უწევს პროლეტარიატი, რომლის მოწინავე წარმომადგენლებსაც დიდი მონდომებით გადააქვთ სოციალისტური ლიტერატურა ციფრულ ფორმატებში და უფასოდ ათავსებენ ინტერნეტში. ეს მათი დიადი რევოლუციური საქმიანობაა! და ეს საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდება ტექნიკური საშუალებების განვითარებასთან და პროლეტარიატის კლასობრივი შეგნების დონის ამაღლებასთან ერთად,. ამ საქმიანობას ჩვენი მოძრაობა უმაღლეს შეფასებას აძლევს!

  ჩვენი მოძრაობა ასევე მოუწოდებს საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად შეისწავლონ არსებული წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანის მეთოდები (ეს არც ისე ძნელია და ამისი გაკეთების იაფ და ეფექტურ მეთოდს ჩვენს ვებ-გვერდზე იხილავთ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), რითაც ისინი ფაქტობრივად გადაარჩენენ უდიდეს ლიტერატურას და პრაქტიკულად ჩაფუშავენ ჩვენი გარე და შიდა კლასობრივი მტრების კონტრრევოლუციურ გეგმებს! ამ ლიტერატურის ფაქტობრივად გადარჩენითა და ინტერნეტში უფასოდ განთავსებით, რომელსაც ჩვენი მოძრაობაც შეუერთდა მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის აქტიური დახმარებით, თქვენ მოახერხებთ კლასობრივი მტრის იდეოლოგიური და ეკონომიკური იარაღის — ინტერნეტის — გამოყენებას საკუთარი რევოლუციური მიზნებისთვის, დიადი სოციალისტური ლიტერატურის გადარჩენას და შთამომავლობისთვის დატოვებას, ისტორიული სიმართლის შენარჩუნებას. ეს თქვენი ერთ-ერთი რევოლუციური ნაბიჯი იქნება, რითაც გლობალურად გაერთიანებულ მსოფლიოში დაწყებულ მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციაში თითოეული თქვენგანი ღირსეულ წვლილს შეიტანს!

  საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობა აცხადებს, რომ მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და მსოფლიოში პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შემდეგ იგი ყველა კანონიერი (იგულისხმება მომავალი მსოფლიო მსოფლიო სოციალისტური რესპუბლიკი კანონები!) საშუალებით შეეცდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ყველა ის ბურჟუაზიულ-ფაშისტური მოღალატე, ვინც პირადად მონაწილეობს ყოფილი საბჭოთა ბიბლიოთეკების განადგურების სამარცხვინო საქმეში, თანაც ამ ტიპის დანაშაულზე არ გავრცელდეს „ხანდაზმულობის ვადა“, ანუ ჩაითვალოს იგი „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“!

 

 

კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექციის ხელმძღვანელი,

კობა კახიძე

 

 

 

 

 

Commotion in the celebratory house

 

Or an attack of Anglo-American colonizers and puppet national bourgeoisie on library of Academy of Sciences of Georgia for the purpose of perfidious destruction of last remained centre of the proletarian literature and book fund of Georgia.

 

 

  In 1991, after definitive registration of restoration of capitalism in Georgia, the national bourgeoisie has used time historical defeat of proletariat and the beginning the accelerated destruction of proletarian culture, assignment of property of the Soviet Socialist Georgia and integration of Georgia into military-economic slavery of Anglo-American imperialism.

  One of the ministries local puppet the government – so-called «Department of Economic Affairs and a sustainable development» (to which the name «Ministry of neo-colonial and is counterrevolutionary-bourgeois economy» more is necessary) – which administers appointed colonizers the minister, the 27-year-old citizen of Canada and beauty Vera Kobalia, daily sells various buildings to big businessmen. Though from the recent statement of the president of Georgia we have learnt that appears in Georgia throughout last 800 years so much riches were not created, how many have created for last 8 (!) years it and covered by an enrichment impulse the national bourgeoisie, just the riches created first of all in the Soviet period they cannot sell here 8th year and with it to fill a considerable part of the government budget. It is interesting, what they sell so long if till a hatching of these misters the Georgian people practically did not create anything valuable?

  And now 29-year-old beauty Vera Kobalia and its shopkeeper's ministry have decided that has come it is time sales of National Scientific Library!

  The official reason of sale the puppet fascist government always names "improvement", "development" both other raised demagogical and populist reasons. An essence of the matter in the following: in socialist Georgia the Georgian proletariat and its communist party in 1921-1991 has constructed five big book-depositories in which has in total collected about 15 million books, catalogued them and has made free of charge accessible to wide broad masses. Among these books there is all book fund of the Georgian books number about 160000 copies. These five book-depositories were: National library of Georgia (to 6 million books), library of Academy of Sciences (3,5 million books and 22 million patents), book chamber (2 million books), the Public Records Office (1 million books), library of institute of Marxism-Leninism (to 500000 books). It is necessary to notice that fact that more or less complete collections of the Georgian book fund were stored in all these big libraries (about 160000 books). Now three of these five book-depositories are already destroyed. There was only a National library and library of Academy of Sciences of Georgia.

  Formally national library cannot take out on sale is will be too unpopular step. Because of it in it, after several treacherous manipulations, the director have appointed above-named Vera Kobalia the contemporary who probably and will perform the order of colonizers and from book fund of National library of Georgia will destroy set of undesirable books.

  The annual budget of scientific library of Georgia already in «overtaken Europe» Georgia till today for some reason constitutes 220000$ (for comparison – only one voyage of its majesty of the president of Georgia sometimes exceeds 100000 dollars, and for execution of 4-6 songs the government of Georgia does not feel sorry even for one million dollars!).

  And the destiny remained and acting scientific library should dare now during the nearest period!

  Whether attempt of sale-destruction of library of Academy of Sciences of Georgia a special case is?

  No, is not.

  It is one of concrete expressions established in the former Soviet republics of dictatorship of bourgeoisie and counterrevolution. The matter is that destruction of libraries goes in all former Soviet republics. Many become puzzled proletarians and representatives of bourgeoisie ask a question: if destruction of libraries is characteristic for the bourgeois governments why new libraries «in many countries of the world» are under construction? Here it is necessary to specify one circumstance – when tell «many countries of the world» mean the richest capitalist and imperialistic countries – the USA, Great Britain, Japan, France, Italy, China, etc. Besides forget that the reader will not find the great socialist literature in their libraries. In it the basic consists – ideological – the reason of destruction of libraries in the former Soviet republics. Besides in this question of the purpose of foreign imperialists and national bourgeoisie-counterrevolutionary elements coincide. The first of them solve the ideological tasks, the second – the basic economic tasks. The first consists in total destruction of the Soviet libraries, the second – in capture-privatisation of buildings of libraries by large proprietors.

  The former Soviet libraries are unique accessible and free information centres for working class, proletariat (= the poorest class for today), its cultural development! Besides, in the former Soviet libraries fixed capital of the great socialist literature is collected! In this connection some years ago one of deputy ministers so-called «the Ministries of Public Education of Georgia» in private conversation has directly declared to the employee of the central library that a main objective of destruction of libraries (in language of the enemy it is called as "optimisation", "modernisation") – destruction just the Soviet literature!

  That is: distinction of the former Soviet libraries from libraries existing in the rich capitalist countries consists in their book fund, instead of buildings, that is distinction consists in their maintenance, instead of in shape! The former Soviet libraries under the maintenance for the present are socialist, and their libraries were and remain capitalist. That is: libraries always had and will always have class character. Dictatorship of ideology of bourgeoisie in libraries that interfered by existence of the great socialist literature is required to bourgeoisie dictatorship.

  The government of Georgia, is similar others to the governments of the former Soviet republics, spends for the maintenance of libraries scanty money. As an example we already resulted the annual budget of library of Academy of Sciences of Georgia. It is necessary to notice and that, despite almost 15-fold increase in the annual budget of Georgia for last 7 years, the library budget remained at former level, number of its employees have cut by half, and their salary in averages 90$ (Ninety USD) a month.

  Each employee of library knows that carrying over of technically quite adjusted library on in other building is connected with the big financial costs. Besides, it is very difficult to perform also all it technically. To leave book fund on an extent of some time in adverse conditions (the temperature, humidity) will inevitably lead to its spoil. Besides, the government from a high probability never will construct such new building of library which will have the sizes of an old building, and will simply use any old and amortised building, and because of its small volume will begin so-called «Optimisation» of libraries, that is actually there will begin destruction of books. First of all will destroy the literature in Russian (=The basic part of the socialist literature) as the fascist government of Georgia already very long time ago leads anti-Soviet and Antirussian propagation (and annexation of a part of territories of Georgia by the present imperialistic government of Russia spills water on their ideological mill), and many people deceived by a long-term anticommunistic ideological press even support their similar steps. (We will remember, what great pleasure some engaged employees of libraries destroyed the Stalin period literature in the Khruschev's USSR, and after disintegration of the USSR – they destroyed the Marxist literature, at all without imagining that from destruction of the given literature before actual destruction of libraries there was one step, that is did not see in these two actions their dialectic interrelation. Also it is twice sad that it was not seen even by many "historians" and "public figures"!). And it constitutes 80 percent of all book fund. After that they will destroy the Georgian literature of the Soviet period, and any the small building and the puppet president of the country in the end will repair will open it with big masquerade, as «up-to-date library like which the whole world at all did not see»! It is necessary to notice and that formation in the former Soviet republics gradually rises in price and becomes inaccessible to children of proletarians, and to graduate gradually begins one their privileges of children буржуев.

  Besides, destruction of the former children's libraries proceeds. Thousand libraries are already destroyed and this counterrevolutionary business proceeds fast rates.

  Proceeding from the aforesaid, it is easy to see that destruction of libraries under the maintenance is counterrevolutionary activity. Besides – enough barefaced activity, and despite desperate attempts of so-called "PR-managers" (= propagandists) of the fascist governments, only bourgeois housewives doubt it.

  Stalinst-Hoxhaists movement of Georgia calls all bourgeois political parties having various nicknames (conservatives, labourites, right, nationalists, Christians-democrats, national democrats, republicans...), nongovernmental organisations, the bourgeois union of writers, Academy of Sciences of Georgia, the advanced representatives already turned to gendarmerie of pocket police, representatives of clergy and all those people who want to leave to posterity the inheritance in a kind not only sewed by foreign and domestic tailors (= "couturier") dresses and half boots, and as far as possible to support fair movement on salvation of library of Academy of Sciences of Georgia from destruction!

  Our movement calls so-called "Ministry of Public Education" (the minister – Dmitry Shashkin, deputy ministers – Akaky Seperteladze, Giorgy Chakhnashvili, Nodar Surguladze, Irina Kurdadze) to cease participation in shameful business of destruction of library! Our movement it is expressed reasonable suspicion by means of heads of this fascist ministry pressure upon employees and management of library for achievement of the perfidious purposes will try to put what exactly the puppet power of Georgia.

  Our movement calls television of Georgia and other representatives of media, to prevent treacherous attack of a puppet government of Georgia on library! Television of Georgia one thousand trifles, the minor phenomena and the masquerade, separate road incidents and flooding in the Chinese and Thai provinces daily widely shine, snow or rain loss in Europe and America, sexual adventures of elite prostitutes and forecasts of astrologers, but for the last years even one plot have not made about actual destruction of libraries in Georgia. We call also so-called «free journalists», to remember civil and a professional duty and to try to broadcast at least one plot in private televisions of the owners about destruction of libraries, besides to make it whenever possible objectively!

  We also call the puppet president of Georgia – «Michael Saakashvili's its majesty» - that it has somehow snatched out time from the too overloaded labour schedule and, to the job specification of combination of a role of the advertising agent on assignment of hospitals by various private corporations, throughout last 7 years at least once (!!!) to welcome in library of academy of Sciences of Georgia (the present name of this library though favourites and favourites of the president some years ago have already belittled its name is that and now it formally is called as "branch of university library», and it when the university library contains about 300000 books, and scientific library – in 15 times more!!!) to meet one of the advanced representatives of the degraded and deprived of civil rights of the Georgian proletariat – from more than 100 employees of the above-stated library – to transfer them orders of colonizers and to it favourable hot fables, besides let to take with itself retinue from those 10-USD-cost excited women who in shots of pocket teleimages will eulogise it in every possible way and every 15 minutes will name its "Builder"! If it does not make it, the history in his name letter "a" will change a letter for a letter "u"!

  On the other hand, our movement also with all responsibility declares what to address for the help in business of salvation of library to those governments, one of the main things the purpose of their counterrevolutionary activity is just destruction of the great socialist literature, is the higher display of naivety!

  And to the Georgian and world proletariat it is once again given the chance by own eyes to look at the next evident display of counterrevolutionary activity of Anglo-American colonizers and natsional-fascist bourgeoisie.

  In connection with the aforesaid, Stalinst-Hoxhaists movement of Georgia especially calls all population of Georgia and the former Soviet republics that they protected the Soviet books which have remained in house libraries (especially the books published in 1921-1953!) that the future socialist government could collect again them and give to wide broad masses free of charge.

  Whether it is reached the main objectives were with national bourgeoisie in criminal communications imperialists in business of actual destruction of libraries?

  No, will not reach!

  Many years the proletariat which advanced representatives transfer the socialist literature to a digital format resists to their counterrevolutionary activity and place on the Internet for free downloading. It is their great revolutionary activity! And this business will proceed with большей force as a result of the further development of means and a raising of class consciousness of proletariat. Our movement of this activity states the most higher estimation!

  Our movement calls also all population of Georgia and the former Soviet republics that they have whenever possible seized a method of translation of the books in a digital format (it not so difficultly, and the description of enough cheap and effective method of numbering of books we will place on our site in the Georgian, Russian and English languages), than they will actually salvage the great literature and will destroy counterrevolutionary plans of our external and internal class enemies! Actual salvation and placing on the Internet of free of charge this literature to that our movement by means of active support of world proletariat has joined also, you will manage to use in the revolutionary goals the ideological and economic weapon of the class enemy – the Internet – will manage to salvage about to leave to posterity the great socialist literature, to salvage historical truth. It will be your revolutionary step, than each of you can bring the worthy contribution to already begun World Socialist revolution!

  Stalinst-Hoxhaists movement of Georgia declares that after a victory of the World socialist revolution and an establishment of Dictatorship of the World Proletariat we will be extracted by all lawful (laws of the future World Socialist Republic are meant!) means to institute criminal proceedings all those bourgeois-fascist traitors, who personally participated in shameful business of destruction of the former Soviet libraries, and that on this type of a crime did not extend point of "time limitation" that is to consider as its "crime against humanity"!

 

The head of the Georgian section of Comintern (SH),

Koba Kakhidze

 

 

 

 

Переполох в праздничном доме

 

или нападение англо-американских колонизаторов и марионеточной национальной буржуазии на библиотеку Академии наук Грузии с целью вероломного уничтожения последнего оставшегося очага пролетарской литературы и книжного фонда Грузии.

 

 

  В 1991 году, после окончательного оформления реставрации капитализма в Грузии, национальная буржуазия воспользовалась временным историческим поражением пролетариата и начала ускоренное уничтожение пролетарской культуры, присвоение имущества Советской Социалистической Грузии и интеграцию Грузии в военно-экономическое рабство англо-американского империализма.

  Одно из министерств местного марионеточного правительство – т.н. «Министерство экономики и устойчивого развития» (которому более подобает название «Министерства нео-колониальной и контрреволюционно-буржуазной экономики») – которую руководит назначенная колонизаторами министр, 27-летняя гражданка Канады и красотка Вера Кобалия, ежедневно продает различные здания крупным капиталистам. Хотя из недавнего заявления президента Грузии мы узнали, что оказывается в Грузии на протяжении прошлых 800 лет не создавалось столько богатства, сколько создали за последние 8 (!) лет он и охваченная порывом обогащения национальная буржуазия, как раз созданные прежде всего в советском периоде богатства они не могут распродать вот уже 8-й год и этим заполнить значительную часть государственного бюджета. Интересно, что же продают они так долго, если до вылупления этих господ грузинский народ практически ничего ценного не создавал?

  А теперь 29-летняя красотка Вера Кобалия и ее торгашеское министерство решили, что настала пора продажи национальной научной библиотеки!

  Официальной причиной продажи марионеточное фашиствующее правительство всегда называет «улучшение», «развитие» и другие возвышенные демагогические и популистские причины. Суть дела же в следующем: в социалистической Грузии грузинский пролетариат и его коммунистическая партия в 1921-1991 годах построила пять больших книгохранилищ, в которых в общей сложности собрала около 15 миллионов книг, каталогизировала их и сделала бесплатно доступным для широких народных масс. Среди этих книг находится весь книжный фонд грузинских книг численностью около 160000 экземпляров. Эти пять книгохранилищ были: Национальная библиотека Грузии (до 6 миллионов книг), библиотека Академии наук (3,5 миллионов книг и 22 миллионов патентов), книжная палата (2 миллиона книг), государственный архив (1 миллион книг), библиотека института Марксизма-Ленинизма (до 500000 книг). Надо отметить тот факт, что во всех этих больших библиотеках хранились более-менее полные коллекции грузинского книжного фонда (около 160000 книг). Нынче уже уничтожены три из этих пяти книгохранилищ. Остались только Национальная библиотека и библиотека Академии наук Грузии.

  Формально Национальную библиотеку не смогут вынести на продажу – это будет слишком непопулярным шагом. Из-за этого в ней, после нескольких предательских манипуляций, директором назначили сверстника вышеназванной Вера Кобалия, который видимо и исполнит поручение колонизаторов и из книжного фонда Национальной библиотеки Грузии уничтожит множество нежелательных книг.

  Годовой бюджет научной библиотеки Грузии теперь уже в «обогнавшем Европу» Грузии до сегодняшнего дня почему-то составляет 220000$ (для сравнения – только один вояж его величества президента Грузии иногда превышает 100000 долларов, а за исполнение 4-6 песней какому-то иностранному певцу правительство Грузии не жалеет даже миллион долларов!).

  А судьба оставшейся и нынче действующей научной библиотеки должна решиться в ближайший период!

  Является ли попытка продажи-уничтожения библиотеки Академии наук Грузии частный случай?

  Нет, не является.

  Это – одно из конкретных выражений установившегося в бывших советских республиках диктатуры буржуазии и контрреволюции. Дело в том, что уничтожение библиотек идет во всех бывших советских республиках. Многие растерявшиеся пролетарии и представители буржуазии задаются вопросом: если уничтожение библиотек характерно для буржуазных правительств, то почему же строятся новые библиотеки «во многих странам мира»? Тут надо уточнить одно обстоятельство – когда говорят «многие страны мира», то подразумевают богатейшие капиталистические и империалистические страны – США, Великобританию, Японию, Францию, Италию, Китай и т.п. К тому же забывают то, что в их библиотеках читатель не найдет великую социалистическую литературу. Именно в этом состоит основная – идеологическая – причина уничтожения библиотек в бывших советских республиках. К тому же в этом вопросе цели иностранных империалистов и национальных буржуазно-контрреволюционных элементов совпадают. Первые из них решают свои идеологические задачи, вторые – в основном свои экономические задачи. Первое состоит в тотальном уничтожении советских библиотек, второе – в захвате-приватизации зданий библиотек крупными собственниками.

  Бывшие советские библиотеки являются единственными доступными и бесплатными информационными центрами для рабочего класса, пролетариата (= беднейшего класса на сегодня), его культурного развития! Кроме того, в бывших советских библиотеках собран основной фонд великой социалистической литературы! В связи с этим несколько лет назад один из заместителей министра т.н. «Министерства просвещения Грузии» сотруднику центральной библиотеки в частном разговоре прямо заявил, что основная цель уничтожения библиотек (на языке врага это называется «оптимизацией», «модернизацией») – уничтожение как раз советской литературы!

  То есть: различие бывших советских библиотек от существующих в богатых капиталистических странах библиотек состоит в их книжном фонде, а не самих зданиях, то есть различие состоит в их содержании, а не в форме! Бывшие советские библиотеки по своему содержанию пока еще являются социалистическими, а их библиотеки были и остаются капиталистическими. То есть: библиотеки всегда имели и всегда будут иметь классовый характер. Диктатуре буржуазии требуется диктатура идеологии буржуазии в библиотеках, чему препятствует существование великой социалистической литературы.

  Правительство Грузии, аналогично других правительствам бывших советских республик, тратит на содержание библиотек мизерные деньги. В качестве примера мы уже приводили годовой бюджет библиотеки Академии наук Грузии. Надо отметить и то, что, несмотря на почти 15-кратное увеличение годового бюджета Грузии за последние 7 лет, бюджет библиотеки остался на прежнем уровне, число его сотрудников сократили вдвое, а их зарплата в составляет в среднем 90 (девяносто) долларов США в месяц.

  Каждый сотрудник библиотеки знает, что перенос технически вполне налаженной библиотеки на в другое здание связан с большими финансовыми затратами. Кроме того, очень трудно также все это осуществить технически. Оставить книжный фонд на протяжение некоторого времени в неблагоприятных условиях (температура, влажность) неизбежно приведет к его порче. Кроме того, правительство с большой вероятности никогда не построит такое новое здание библиотеки, которое будет иметь размеры старого здания, а просто воспользуется каким-нибудь старым и амортизированным зданием, а из-за его малого объема начнет т.н. «оптимизацию» библиотеки, то есть фактически начнет уничтожение книг. В первую очередь будут уничтожать литературу на русском языке (= основная часть социалистической литературы), тем более что буржуазно-фашистское правительство Грузии уже давным-давно ведет антисоветскую и антирусскую пропаганду (а аннексия части территорий Грузии нынешним буржуазно-империалистическим правительством России проливает воду на их идеологической мельнице), а обманутые многолетним антикоммунистическим идеологическим прессом многие люди даже поддерживают их подобные шаги. (Вспомним, каким большим удовольствием уничтожали сталинскую литературу в хрущевском СССР некоторые ангажированные сотрудники библиотек, а после распада СССР – они же уничтожали марксистскую литературу, даже не представляя себе, что от уничтожения данной литературы до фактического уничтожения самих библиотек оставался один шаг, то есть не усматривали в этих двух действиях их диалектическую взаимосвязь. И вдвойне печально, что этого не усматривали даже многие «историки» и «общественные деятели»!). А это составляет 80 процентов всего книжного фонда. После этого они уничтожат грузинскую литературу советского периода, а под конец отремонтируют какую-нибудь маленькое здание и марионеточный президент страны откроет его с превеликим бал-маскарадом, как «суперсовременную библиотеку, подобно которой весь мир даже не видел»! Надо отметить и то, что образование в бывших советских республиках постепенно дорожает и становится недоступной для детей пролетариев, а получить высшее образование постепенно становится одной их привилегий детей буржуев.

  Кроме того, продолжается уничтожение бывших детских библиотек. Уже уничтожены тысячи библиотек и это контрреволюционное дело продолжается быстрыми темпами.

  Исходя из вышесказанного, нетрудно увидеть, что уничтожение библиотек по своему содержанию является контрреволюционной деятельностью. К тому же – довольно неприкрытой деятельностью, и несмотря на отчаянные попытки т.н. «PR-менеджеров» (= пропагандистов) буржуазно-фашистских правительств, в этом сомневаются лишь буржуазные домохозяйки.

  Сталинско-Ходжаистское движение Грузии призывает всех буржуазных политических партий, имеющих различные прозвища (консерваторы, лейбористы, правые, националы, христиан-демократы, национал-демократы, республиканцы...), неправительственных организаций, буржуазный союз писателей, Академию наук Грузии, передовых представителей уже превратившегося в жандармерию карманной полиции, представителей духовенства и всех тех людей, которые хотят оставить потомству наследство в виде не только сшитых иностранными и отечественными портными (= «кутюрье») платья и полусапожки, и по мере возможности поддержать справедливое движение по спасению библиотеки Академии наук Грузии от уничтожения!

  Наше движение призывает т.н. «Министерство просвещения» (министр – Дмитрий Шашкин, заместители министра – Акакий Сепертеладзе, Гиоргий Чахнашвили, Нодар Сургуладзе, Ирине Курдадзе), прекратить участие в позорном деле уничтожения библиотеки! Наше движение выражаем обоснованное подозрение, что именно с помощью руководителей этого фашистского министерства попытаются марионеточная власть Грузии оказать давление на сотрудников и дирекцию библиотеки для достижения своих вероломных целей.

  Наше движение призывает телевидения Грузии и других представителей медия, помешать вероломному нападению марионеточного правительства Грузии на библиотеку! Телевидения Грузии ежедневно широко освещают тысяча мелочей, второстепенные явления и бал-маскарады, отдельные дорожные происшествия и наводнения в китайских и таиландских провинциях, выпадение снега или дождя в Европе и Америке, сексуальные похождения элитарных проституток и прогнозы звездочетов, но за последние несколько лет даже один сюжет не сделали о фактическом уничтожении библиотек в Грузии. Призываем также т.н. «свободных журналистов», вспомнить свой гражданский и профессиональный долг и попытаться транслировать хотя бы один сюжет в частных телевидениях своих хозяев об уничтожении библиотек, к тому же сделать это по возможности объективно!

  Мы также призываем марионеточного президента Грузии – «его величество Михаила Саакашвили» - чтобы он как-нибудь выхватил время из своего чересчур перегруженного трудового графика и, наряду совмещения роли рекламного агента по присвоению больниц различными частными корпорациями, на протяжении последних 7 лет хотя бы один раз (!!!) пожаловать в библиотеку академии наук Грузии (таково настоящее название этой библиотеки, хотя фаворитки и фавориты президента несколько лет назад уже принизили его название и теперь он формально называется «филиалом университетской библиотеки», и это тогда, когда сама университетская библиотека вмещает около 300000 книг, а научная библиотека – в 15 раз больше!!!), встретиться с одним из передовых представителей униженного и бесправного грузинского пролетариата – с более 100 сотрудников вышеуказанной библиотеки – чтобы передать им наказы колонизаторов и им же выгодные горячие небылицы, к тому же пусть прихватить с собой свиту из тех 15-ларовых экзальтированных баб, которые в кадрах карманных телевидений будут его всячески восхвалять и через каждые 15 минут будут называть его «Строителем»! Если он этого не сделает, то история в его имени букву «а» поменяет на букву «у»!

  С другой стороны, наше движение также со всей ответственностью заявляет, что обращаться за помощью в деле спасения библиотеки к тем правительствам, одной из главных целью их контрреволюционной деятельности является как раз уничтожение великой социалистической литературы, является высшим проявлением наивности!

  А грузинскому и мировому пролетариату еще раз дается возможность собственными глазами смотреть на очередное наглядное проявление контрреволюционной деятельности англо-американских колонизаторов и национал-фашистской буржуазии.

  В связи с вышесказанным, Сталинско-Ходжаистское движение Грузии особенно призывает все население Грузии и бывших советских республик, чтобы они берегли сохранившиеся в домашних библиотеках советские книги (особенно книги, изданные в 1921-1953 годах!), чтобы будущее социалистическое правительство могло вновь собрать их и предоставить широким народным массам бесплатно.

  Достигнут ли своих основных целей находившиеся с национальной буржуазией в преступных связях империалисты в деле фактического уничтожения библиотек?

  Нет, не достигнут!

  Их контрреволюционной деятельности уже много лет сопротивляется пролетариат, передовые представители которого переносят социалистическую литературу в цифровой формат и размещают в Интернете для свободного скачивания. Это их великая революционная деятельность! И это дело продолжится с большей силой в результате дальнейшего развития технических средств и поднятия классового сознания пролетариата. Наше движение этой деятельности дает самую высшую оценку!

  Наше движение призывает также все население Грузии и бывших советских республик, чтобы они по возможности овладели методом перевода книг в цифровой формат (это не так трудно, и описание довольно дешевого и эффективного метода оцифровки книг мы разместим на нашем сайте на грузинском, русском и английском языках), чем они фактически спасут великую литературу и разрушат контрреволюционные планы наших внешних и внутренних классовых врагов! Фактическим спасением и размещением в Интернете бесплатно этой литературы, чему присоединилось и наше движение с помощью активной поддержки мирового пролетариата, Вы сумеете использовать в своих революционных целях идеологическое и экономическое оружие классового врага – Интернет – сумеете спасти о оставить потомству великую социалистическую литературу, спасти историческую правду. Это будет Вашим революционным шагом, чем каждый из вас сможет внести свой достойный вклад в уже начатую Мировую Социалистическую Революцию!

  Сталинско-Ходжаистское движение Грузии заявляет, что после победы Мировой социалистической Революции и установления Диктатуры Всемирного Пролетариата мы будем добываться всеми законными (подразумеваются законы будущей Мировой Социалистической Республики!) средствами, чтобы привлечь к уголовной ответственности всех тех буржуазно-фашистских предателей, кто лично участвовал в позорном деле уничтожения бывших советских библиотек, и чтобы на этот тип преступления не распространялась пункт «срок давности», то есть чтобы считать его «преступлением против человечества»!

 

Руководитель грузинской секции Коминтерна (с-х),

Коба Кахидзе